პაბლო პიკასო ამბობდა…
„აინშტაინის გენიამ ჰიროსიმამდე მიგვიყვანა”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„მე მიყვარს სიცილი”.
* * *
„მე ვხატავდი, როგორც რაფაელი”.
* * *
„ხელმოუწერელი სურათი გაცილებით ძნელი გასაყიდია, თუ მოიპარავენ. თანაც ხელმოწერა – თავისებური დამშვიდობებაა. სურათს მე მხოლოდ მაშინ ვაწერ ხელს, როცა ვგრძნობ, რომ ყველაფერი ვთქვი და როცა იქ აღარაფრის შეცვლა აღარ შეიძლება, და რომ ამიერიდან შეუძლია დამოუკიდებლად იცხოვროს…”
* * *
„ტენორი, რომელიც უფრო მაღალ ნოტს იღებს, ვიდრე იმას, რაც პარტიტურაშია, – მე ვარ!” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ვინც ფიქრობს, რომ შეუძლია, ის შეძლებს კიდეც”.
* * *
„ახალგაზრდობას ასაკი არა აქვს”.
* * *
„ადამიანებს შორის გაცილებით ბევრი ასლია, ვიდრე ორიგინალი”.
* * *
„ყველას აქვს უფლება შეიცვალოს, თვით მხატვრებსაც კი”.
* * *
„მე ნიჭიერი ზარმაცი ვიყავი”. – - (ავტორი გენია.ჯი)