ჯონ ფორბს ნეში – „ეპიზოდი”
„თამაშთა თეორიის” ნობელიანტი ავტორი, დიდი ამერიკელი მათემატიკოსი და ეკონომისტი – ჯონ ფორბს ნეში (1928-2015 წლები), ვინაც ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში შიზოფრენიით გახლდათ დაავადებული, ჩიკაგოს უნივერსიტეტში მოღვაწეობის ჟამს სტუდენტებს ხშირად უყვებოდა უცხოპლანეტელებისა და იატაქვეშ მოღვაწე კომუნისტების შესახებ. (ავტორი გენია.ჯი) ყველა იმ თავის კოლეგას, ვინაც წითელი ფერის მქონე ჰალსტუხს ატარებდა, ჯონი გასაიდუმლოებულ კომუნისტად მიიჩნევდა. მას შემდეგ, რაც უმაღლესი სასწავლებლის ადმინისტრაციამ ნეშს მათემატიკის ფაკულტეტის დეკანობა შესთავაზა, მან უარი შეთავაზებულ წინადადებაზე შემდეგი სიტყვის თანხლებით განაცხადა: „ასეთი სისულელით ნამდვილად რომ ვერ დავკავდები, რადგან ვაპირებ – ანტარქტიდის იმპერატორი გავხდეო”. შედეგად, ეკონომიკის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი, ფსიქიატრიულ დაწესებულებაში იქნა გადაყვანილი, სადაც გარკვეული ხნის მანძილზე მოუხდა მკურნალობა. – (ავტორი გენია.ჯი)