ართურ კონან დოილი – „ეპიზოდი”
მედიკოსის პროფესიის მქონე ირლანდიული წარმომავლობის მქონე დიდი ინგლისელი მწერალი - ართურ კონან დოილი (1859-1930 წლები), ის ის იყო პარიზის სადგურში მატარებლიდან ჩამოვიდა, რომ მასთან უმალვე გაჩნდა ტაქსის მძღოლი. (ავტორი გენია.ჯი) ტაქსისტი ჯერ დაჟინებით დააკვირდა ართურს, შედეგ კი ხელი დაავლო დოილის ბარგს და სიტყვის უთქმელად ჩაალაგა მანქანის საბარგულში.
- სად მიგიყვანოთ, მესიე დოილ? – ჰკითხა მან თავის სახელოვან მგზავრს.
- როგორ მიცანით? ადრე ხომ არ გვინახავს ერთმანეთი? – სასიამოვნოდ გაოცდა ართური.
- არა, მესიე დოილ. პირველად გხედავთ. – იყო პასუხი.
- პირველად თუ მხედავთ, მაშ, როგორ მიცანით? – კიდევ უფრო გაიკვირმა დიდმა ლიტერატორმა.
- მისიე დოილ, მე თქვენს მიერ აღწერილი დედუქციური მეთოდით ვისარგებლე. ამაყად განაცხადა მან. – უპირველეს ყოვლისა, გუშინ გაზეთში წავიკითხე, რომ ართურ კონან დოილი ორი კვირის განმავლობაში ისვენებდა ფრანგულ რივიერაზე. მეორეც, მატარებელი, რომლითაც თქვენ იმგზავრეთ, მარსელიდან ჩამოვიდა. შემდეგ დაგაკვირდით და აღმოვაჩინე, რომ გარუჯული ბრძანდებოდით. ასეთი რუჯის მიღება კი ჩვენთან მხოლოდ ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზეა შესაძლებელი და ისიც, მინიმუმ ათი დღის განმავლობაში. გარდა ამისა, მარჯვენა ხელის შუა თითზე მელნის კვალი შეგამჩნიეთ, რამაც დამარწმუნა, რომ მწერალი იყავით. ქცევები, რომელიც თქვენში აღმოვაჩინე, ექიმებს ახასიათებთ ხოლმე. ყოველივე ამის შედეგად დავადგინე, რომ სწორედ თქვენ იყავით ართურ კონან დოილი. სახელოვანი შემოქმედი გამომძიებლის – შერლოკ ჰოლმზისა.
- ეს, ნამდვილად რომ თქვენ ყოფილხართ შერლოკ ჰოლმზი. – თავისი აღფრთოვანება ვერ დამალა ლიტერატორმა.
- და კიდევ ერთი პატარა, თუმცა კი ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი. – წარმოთქვა მოულოდნელად ტაქსის მძღოლმა. – თქვენს ჩემოდანზე მსხვილი ასოებით დაწერილი თქვენი სახელი და გვარი ამოვიკითხე. – (ავტორი გენია.ჯი)