ნიკოლოზ პრჟევალსკი – „ეპიზოდი”
ცნობილი რუსი მოგზაური, გეოგრაფი და ბუნებისმეტყველი – ნიკოლოზ პრჟევალსკი (1839-1888 წლები), ვინაც ერთობ სერიოზულად იყო გატაცებული აზარტული თამაშებით, რაოდენ საკვირველიც არ უნდა იყოს, ქალთმოძულე პიროვნებას წარმოადგენდა. (ავტორი გენია.ჯი) იგი მიიჩნევდა, რომ მოგზაური კაცისათვის ოჯახური ცხოვრება ზედმეტი ტვირთი გახლდათ. „მოგზაურობა თავისი ხიბლის ნახევარს დაკარგავდა, მათ შესახებ თხრობა დასაშვები რომ ყოფილიყოო”. – აცხადებდა იგი. თავისი ექსპედიციისათვის საჭირო კადრებს პრჟევალსკი ყოველთვის მოხალისეებისა და სამხედრო პირებისაგან არჩევდა. თუმცა კი, ისინი უპირველეს ყოვლისა, დაქორწინებულნი არ უნდა ყოფილიყვნენ. როდესაც მისმა ერთ-ერთმა უახლოესმა მეგობარმა და ექსპედიციებში განუყრელმა თანამგზავრმა – მიხეილ პილცოვმა ნიკოლოზის ღვიძლ დაზე იქორწინა, პრჟევალსკიმ იგი მყისიერად ამოიღო მომავალი საექსპედიციო ნუსხიდან. თუმცა მარტო ამას არ დასჯერდა და მას საჯაროდ უწოდა – „მოღალატე”. – (ავტორი გენია.ჯი)