იცით თუ არა, რომ?!
1. გენიალური ესპანელი ფერმწერი და სკულპტორი – პაბლო პიკასო, ვისაც ფრანგმა მეგობრებმა – „პატარა გოია” შეარქვეს, ზოგიერთი თავისი ნახატის ქვეშ შემდეგი სახის წარწერას აკეთებდა: „მე – მეფე”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
2. სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში განთავსებულ ინდონეზიის რესპუბლიკაში, სადაც ისლამი ოფიციალურ რელიგიად არის გამოცხადებული, გოგონები ვალდებულნი არიან ჰიჯაბი 12 წლის ასაკიდან ატარონ. ინდონეზიის ზოგიერთ შტატში კი, ჰიჯაბს დაბადებიდანვე ატარებენ ისინი.
* * *
3. ისლანდიაში არც ერთ ენას არა აქვს ოფიციალურად მინიჭებული სახელმწიფო ენის სტატუსი. სამაგიეროდ, ოფიციალური სტატუსი აქვს მინიჭებული – „ჟესტების ენას”.
* * *
4. მეცნიერთა მტკიცებით, მაიმუნები დედამიწაზე 35 მილიონი წლის წინათ გაჩნდნენ.
* * *
5. დიდ თურქ სახელმწიფო მოღვაწეს – მუსტაფა ქემალ ათათურს, ვის კუმირებსაც – იულიუს კეისარი და ნაპოლეონ ბონაპარტი წარმოადგენდნენ, ხშირად უყვარდა ხოლმე გამეორება: „დიდი ადამიანების შვილები, როგორც წესი, დეგენერატები გამოდიანო”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
6. „ხელქვეითთა რისხვა და ზემოდგომთა მაამებელი”. – ასე მოიხსენიებდნენ საყოველთაოდ ცნობილ ჩილელ დიქტატორს – აუგუსტო პინოჩეტს მანამ, სანამ ის სახელმწიფოს მართვის სადავეებს ჩაიგდებდა ხელში.
* * *
7. ქვეყანაში არსებული წარმატებული სოციალური პოლიტიკის გამოისობით, ურუგვაის რესპუბლიკას – „სამხრეთ ამერიკის შვეიცარია” უწოდეს.
* * *
8. ახლადდაბადებული სპლიყვის (სპილოს შვილი) საშუალო წონა – 120 კილოგრამს შეადგენს.
* * *
9. იმისათვის, რომ შუა საუკუნეების ჩეხეთში დასახლებულ პუნქტს ქალაქის სტატუსი მიეღო, ამისათვის მასში აუცილებლად უნდა ყოფილიყო განთავსებული – სასამართლო, საბაჟო და ლუდსახარში ქარხანა.
* * *
10. 2001 წლიდან მოყოლებული, „რძის საერთაშორისო დღეს” კაცობრიობა ყოველი წლის 1 ივნისს აღნიშნავს. – (ავტორი გენია.ჯი)