მუხრან მაჭავარიანი – „იყოს კურთხეულ აწ და მარადის”

იყოს კურთხეულ აწ და მარადის:

მიწა ასპინძის,

მიწა მარაბდის…

იყოს კურთხეულ ყველაფერი თავისთავადი, -

ადამიანის ცხოვრებას რაც ხალისსა ჰმატებს:

მტკვარზე,

არაგვზე,

ცხენისწყალზე -

ტყორცნილი ბადე!..

ცხვირწინ, -

ზედ ცხვირწინ, -

აფრენა ხოხბის, -

ქუხილი თოფის!

იყოს კურთხეულ!

კომენტარის დატოვება