მუხრან მაჭავარიანი – „ფოთოლი”

ფოთოლმა კვირტიდან თავი დაიძვრინა, -

მიატარ-მოატარა თვალი ბაღიდანა:

ყვავილი ტყემლისა, – ფიფქივით წვრილი, -

თოვლი ეგონა და თრთოლამ აღიტანა.

კომენტარის დატოვება