დიტრიხ ფონ შოლტიცი – „ეპიზოდი”

გერმანიის ნაცისტური რეჟიმის ინფანტერიის გენერალი და პარიზის უკანასკნელი კომენდანტი მეორე მსოფლიო ომის მიმდინარეობისას – დიტრიხ ფონ შოლტიცი (1894-1966 წლები), გაგიკვირდებათ და, არა მხოლოდ გულჩვილი კაცი, არამედ პარიზის დიდი თაყვანისცემითაც გამოირჩეული პიროვნება ყოფილა. (ავტორი გენია.ჯი) 1944 წლის 22 აგვისტოს, მაშინ როდესაც მესამე რაიხი უკვე სულის ღაფვის რეჟიმში იმყოფებოდა, შოლტიცმა უშუალოდ ადოლფ ჰიტლერისაგან მიიღო ბრძანება, რომელმაც იგი სულით ხორცამდე შეძრა: ომის შედეგებიდან გამომდინარე სასოწარკვეთილი ფიურერის განზრახვა გახლდათ, საფრანგეთის უმშვენიერეს დედაქალაქში არსებული სამოცდაორივე ხიდის აფეთქება. თუმცა, ჰიტლერი მარტო ამით არ კმაყოფილდებოდა. იგი დიტრიხისაგან მოითხოვდა, ქალაქში არსებული რაც შეიძლება მეტი შენობა-ნაგებობების განადგურებასაც. გარდა ამისა, ვინც კი პარიზის კომენდანტს ზემოაღნიშნული ბარბაროსული აქტის აღსრულებაში შეუშლიდა ხელს, მას სრული უფლება ეძლეოდა, ადგილზევე გაენადგურებინა იგი.

სასტუმრო „მერისში” განთავსებულ საკუთარ შტაბში, ფონ შოლტიცი სასოწარკვეთილი ეძებდა გამოსავალს. ფიურერის მიერ გაცემული ბრძანების შესრულება მას ჯერ კიედვ ძალუძდა, რადგან იმ პერიოდისათვის დიტრიხის განკარგულებაში ჯერ კიდევ იმყოფებოდა 80 ტანკი, 60 ერთეული საარტილერიო დანადგარი, 60 თვითმფრინავი და 20 000 რჩეული ჯარისკაცი. მიუხედავად ამისა, პარიზზე შეყვარებული კაცისათვის წარმოუდგენელი რამ გახლდათ ნორტ-დამის უნიკალური ქონგურების, სენ-შაპელის გამაოგნებელი ვიტრაჟების, ხუთასწლოვანი ისტორიის მქონე „ახალი ხიდის”, პონ-ნეფის, დიდებული ლუვრის, ბორცვზე ამაყად წამოჭიმული, თეთრად მოელვარე „სარკე კერი”-ს განადგურება…

„თუკი მე ეს ბრძანება შევასრულე, სხვა აღარაფერი დამრჩება გარდა იმისა, რომ 64-ე ხიდზე თავად დავდგე და საკუთარი თავი ავიფეთქოო!” – ასეთი სიტყვები წარმოუთქვამს მაშინ პარიზის უკანასკნელ გერმანელ კომენდანტს. შედეგად, დიტრიხმა ჰიტლერის ბრძანება არ შეასრულა, რითაც, თქვენ წარმოიდგინეთ და, გერმანიაში მყოფი მისი ოჯახი უდიდესი საფრთხის წინაშეც კი დააყენა. მას არ სურდა კაცობრიობის ისტორიაში „პარიზის ამფეთქევლის” სახელით შესულიყო. ქალაქისა, რომელსაც ასე აღმერთებდა იგი. ამიტომაც უნდა უმადლოდეს პარიზიცა და ზოგადად, მსოფლიოც შოლტიცს, ქალაქის გადარჩენას. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>