იცით თუ არა, რომ?!
1. ცნობილი ფრანგი პოლიტიკოსი – რენე პლევენი ირწმუნებოდა, რომ საფრანგეთის ლეგენდად ქცეული პრეზიდენტის – შარ დე გოლის პირიდან უწმაწური სიტყვა არასოდეს გამიგონიაო. „ხუთი გრძელი წელი გავატარე მის გვერდით, რა არ გადაგვხდენია თავს, რა ვითარებაში არ მოვხვედრილვართ, ღალატსაც შევჯახებივართ, სიბრიყვესაც, სიმხდალესაც, მაგრამ, მიუხედავად ამისა, არასოდეს შეუგინებიაო!” – აცხადებდა ფრანგი სახელმწიფო მოღვაწე. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
2. ჟირაფის ენა იმდენად გრძელია, რომ მას საკუთარი ყურის ენით გამოწმენდაც კი ძალუძს. ცნობისათვის, ჟირაფის ენის სიგრძე თითქმის – 50 სანტიმეტრს აღწევს.
* * *
3. საკვირველია, თუმცა ფაქტია, რომ მარტო ერთი წლის განმავლობაში (1983 წელი) ცნობილმა ინგლისელმა მწერალმა ქალმა – ბარბარა კარტლენდმა, – 23 სრულმასშტაბიანი რომანი დაწერა. სულ მან თავისი შეგნებული ცხოვრების მანძილზე – 723 ლიტერატურული ნაწაროები დაწერა, რომელთაგანაც – 657 მათგანი სიყვარულის თემატიკაზეა აგებული.
* * *
4. ალმასი ჩამოყალიბებას მიწის სიღრმეში – 199, 92 კილომეტრზე იწყებს.
* * *
5. 400 მილიონი წლის წინათ დედამიწაზე იზრდებოდა სოკოები, რომელთა სიმაღლე – 8 მეტრს აღწევდა. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
6. სინგაპური რესპუბლიკაში – „ვაიფაი”-ში არაკანონიერად შეღწევა სისხლის სამართლის დანაშაულს წარმოადგენს და კანონის დამრღვევი 3 წლამდე ვადით პატიმრობით ისჯება.
* * *
7. ძველი ეგვიპტელები ბოულინგს ჯერ კიდევ 5 000 წლის წინათ თამაშობდნენ.
* * *
8. ვეშაპების ქვერიგის უზარმაზარი ძუძუმწოვრები – კაშალოტები, – მხოლოდ ვერტიკალურ მდგომარეობაში ეძლევიან ძილს.
* * *
9. ზღვის კუ ხმელეთის კუსაგან განსხვავებით, თავს საკუთარ ჯავშანში ვერ მალავს.
* * *
10. მულტინაციონალური კომპიუტერული ტექნოლოგიების კომპანიის – „მაიკროსოფტი”-ს ერთ-ერთ ამერიკელ დამფუძნებელს, ბიზნესმენსა და ფილანტროპს – ბილ გეიტს, სამუშაო ოფისში განთავსებული აქვს მენდელეევის ქიმიურ ელემენტთა პერიოდული სისტემა ყველა თავისი ელემენტის ნიმუშით. – (ავტორი გენია.ჯი)