რევაზ ინანიშვილის ნააზრევი…
„ჩვენი სული ბავშვების მიერ კუბიკებივით აგებულ ხუხულას ჰგავს. ყველა, ვინც კი გვხვდება, თითო კუბიკს მაინც ადებს ზედ, ანდა, პირიქით, მიაქვს. და ვაი, რომ ამ ადამიანთა შორის არიან ისეთები, რომლებიც ორი ხელით, უბით, მთელი კალთით იტაცებენ იმას, რასაც თითო-თითოდ დებდნენ სხვები…”
* * *
„მე ასე ვიცი: რამდენი მთაც არსებობს – იმდენნაირი ხასიათი აქვს ამ მთებს, იმდენნაირი კონკრეტული ხერხებია საჭირო ამ მთის ძირას საცხოვრებლად; ძნელად, რომ ამერიკის პრერიების მცხოვრებთა სულისკვეთება მოარგოთ ჩვენი ფიცხი მთების შვილთა ხასიათს”.
* * *
„ადამიანო, ნურასოდეს ნუ დაგავიწყდება, რომ შენ მარტო ხარ. ნურავის ნუ დაუცდი, ნურავისი იმედი ნუ გექნება, რაც შეიძლება ჩქარა დაიწყე და ააგე შენი ასაგები კოშკი”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„გიფიქრიათ, რა საოცარი მოვლენაა ტირილი და სიცილი?”
* * *
„სულ კარგი ზამთარ-ზაფხული გვქონებოდეს, ჭირნახული არ მოგვკლებოდეს, კაცებს კაცობა შესძლებოდეთ, ქალებს – ქალობა, ბალღებს – ბალღობა, მკვდარიც კი ჩვენი ამჯობინოს მტრისასა”.