იცით თუ არა, რომ?!
1. „ესპანეთის ომში ჩაბმა უფრო ძვირი დაგვიჯდება, ვიდრე ღირს. მათთან ურთიერთობისას თავს ისე ვგრძნობ, თითქოს ებრაელთან მქონდეს საქმე, რომელსაც ფულის გაკეთება სწადია იმ წმიდათაწმიდაზე, რაც კი ადამიანს გააჩნია”. – ასეთი შეხედულება გააჩნდა ესპანელთა შესახებ ადოლფ ჰიტლერს. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
2. ტარაკნის „ყრმას” – „ნიმფა” ჰქვია.
* * *
3. 1993 წლიდან მოყოლებული დღემდე, თურქმენეთის რესპუბლიკაში ისეთი სახის კომუნალური მომსახურებები, როგორებიცაა – ელექტროენერგია, წყალი და ბუნებრივი აირი, მოსახლეობისათვის უფასოა.
* * *
4. „აუროფობია” – ოქროს მიმართ, ხოლო – „პლუტოფობია” კი სიმდიდრის მიმართ შიშებია.
* * *
5. ბეჰემოტებს 48 კილომეტრ-საათი სიჩქარის განვითარება ძალუძთ სირბილის დროს. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
6. ინგლისელების მიერ ინდოეთის კოლონიზაციამდე, ანუ XVII საუკუნემდე, აღნიშნული ქვეყანა ყველაზე მდიდარ სახელმწიფოდ მიიჩნეოდა დედამიწაზე.
* * *
7. გზებზე მოძრაობის პირველი წესები შემოღებული იქნა რომის ლეგენდად ქცეული იმპერატორის – იულიუს კეისრის მიერ ჯერ კიდევ ძვ.წ.აღ-ით I საუკუნეში.
* * *
8. „რუსული ლიტერატურის მზედ” წოდებული – ალექსანდრე პუშკინის ძეგლი ერთადერთი უცხოელი ლიტერატორის ძეგლია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთელ ტერიტორიაზე. იგი ქალაქ შანხაიშია აღმართული.
* * *
9. მეცნიერთა მტკიცებით, ცხოველთა შორის, ინტელექტუალური შესაძლებლობების მიხედვით ცხენი მეხუთე ადგილს იკავებს. ამ მხრვივ, იგი ძაღლსაც კი წინ უსწრებს.
* * *
10. რამდენადაც საკვირველი არ უნდა იყოს, ფაქტია, რომ აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBR) თანამშრომლებს იარაღის ტარების ოფიციალური უფლება აღნიშნული ორგანიზაციის დაარსებიდან მხოლოდ 26 წლის გასვლის შემდგომ დართეს. – (ავტორი გენია.ჯი)