იურისპოდენცია – „ეპიზოდი”
„კარგი იურისტი გაიძულებთ დაგარწმუნოთ იმაში, რომ ადამიანმა უკბინა ძაღლს, და ეს მაშინ, როდესაც ყველაფერი პირიქით იყოო”. – ირწმუნებოდა დიდი ჩეხი სატირიკოსი-მწერალი – იაროსლავ ჰაშეკი. იურისპოდენციის საწყის და განვითარებად ეტაპად ისტორიკოსები ანტიკური სამყაროს ხანას ასახელებენ. იმ მრავალმა ტერმინმაც, რომელთა გარეშეც წარმოუდგენელია თანამდეროვე იურისპოდენცია, ანტიკური პერიოდიდანვე აიღო სათავე. (ავტორი გენია.ჯი) ასე მაგალითად, „პროკურორი” ლათინური წარმომავლობის მქონე სიტყვაა და სიტყვასიტყვით აღნიშნავს – „ადამიანს, რომელიც რაიმეზე ზრუნავს, რასმე ზედამხედველობს”; ტერმინი – „იურისტი” კი – სამართლის” აღმნიშვნელია.
ცნობილია ისიც, რომ სასამართლო მჭერმეტყველების ხელოვნებას ძველი საბრძნეთის სტოიკურ სკოლებში შეასწავლიდნენ მსმენელებს.
როგორც თვითმყოფადმა სასწავლო დისციპლინამ, იურისპოდენციამ ძველ რომში აიღო სათავე. თუმცა კი, თავდაპირველად, იურიდიული განათლების მიღების პრივილეგიით მხოლოდ ქურუმები სარგებლობდნენ. ძველ რომაელი იურისტის – სექსტუს პომპონიუსის მტკიცებით, პირველი, ვინაც საჯარო შესწავლის საგნად აქცია იგი, ძვ.წ.აღ-ით III საუკუნეში მოღვაწე დიდი ძველ რომაელი იურისტი და პოლიტიკოსი – ტიბერიუს კორინკარიუსი იყო. პირველი კერძო იურიდიული სკოლა ჩამოყალიბებული იქნა ახ.წ.აღ-ით I საუკუნეში ძველ რომაელი იურისტის – მაზურიუს საბინუსის მიერ.
იურისტის პროფესია დროთა განმავლობაში ძალიან პრესტიჟული გახდა. ამის ნათელი მაგალითია ისიც, რომ ამერიკის შეერთებული შტატების 46 პრეზიდენტიდან 28-ს იურიდიული განათლება გააჩნდა, ხოლო თანამედროვე აშშ-ის სენატის ორი-მესამედი სწორედ რომ იურისტებისაგან არის დაკომპლექტებული. გარდა ამისა, იურისტის სპეციალობის იყვნენ ისეთი ცნობილი ისტორიული პერსონები, როგორებიც გახლდნენ – მაჰათმა განდი, ვლადიმერ ლენინი, ფიდელ კასტრო…
სამედიცინო სფეროში მოღვაწე ადამიანებისა და სასულიერო პირების მსგავსად, იურისტების ლექსიკონის მარაგში – 15 000 სიტყვაა და ეს მაშინ, როდესაც სოფლის მეურნეობის სფეროში დასაქმებულ მუშაკთა ლექსიკონი სულ რაღაც – 1 500 სიტყვისაგან შედგება.
„ერის მამად” წოდებულ საფრანგეთის მეფეს – ლუი XII დე ვალუას ხშირად უყვარდა იმის თქმა, რომ იურისტის პროფესია მეწაღის პროფესიის მსგავსიაო, რადგან ისინი თანაბრად ესწრაფვიან მათ ხელთ არსებულ საქმეებსა და საგნებს სასურველი ფორმა მიანიჭონო”. – (ავტორი გენია.ჯი)