იცით თუ არა, რომ?!
1. მექსიკის ინდიელთა ერთ-ერთი ყველაზე მრავალრისცხოვანი ხალხი – აცტეკები, ადგილობრივ ენაზე ოქროს მოიხსენიებდნენ, როგორც „teocluitlatl”, რაც გაგიკვრიდებათ და, თარგმანით – „ღმერთების ექსკრემენტებს” აღნიშნავს. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
2. ინდოეთში არსებულ ერთ-ერთ სოფელში, რომლის სახელწოდებაც გახლავთ – პიპლანტრი, ერთი შესაშური ტრადიციაა დამკვიდრებული: ყოველი გოგონას დაბადების შემთხვევაში, ადგილობრივი მოსახლეობა სოფლის სიახლოვეს უცილობლად რგავს 111 ხის ნერგს.
* * *
3. შუა ატლანტიკურ ქედზე არსებულ კუნძულოვან ქვეყანაში – ისლანდიაში, არც ერთი სახეობის კოღო არ არის გავრცელებული.
* * *
4. ბავშვის ასაკი კორეაში მისი დაბადების პერიოდიდან კი არ აითვლება, არამედ იმ პერიოდიდან, როდესაც იგი დედის საშვილოსნოში ჩაისახა.
* * *
5. XIX საუკუნის ლონდონში არსებულ ზოოპარკში ბილეთის შეძენა ზოოპარკის დათვალიერების მსურველს ფულის გადახდის გარეშეც შეეძლო. ასეთ შემთხვევაში სრულიად საკმარისი იყო, მას ფულის ნაცვლად, მოლარისათვის ერთი ძაღლი, ან ერთი კატა გადაეცა. რაში სჭირდებოდა ზოოპარკის ადმინისტრაციას ესოდენ მრავლად ძაღლები და კატები? იმისათვის, რომ მათი მეშვეობით ზოოპარკში მობინადრე მტაცებელი ცხოველები გამოეკვება. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
6. საქართველოსაგან განსხვავებით, ინგლისში არასოდეს უკეთებენ კასტრაციას მამრ ღორებს.
* * *
7. ამერიკული აერონავტიკისა და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნული სამმართველო – NASA, თავის დაქვემდებარებაში მყოფი ასტრონავტებისაგან მოითხოვს, რომ უცილობლად შეისწავლონ – რუსულ ენას.
* * *
8. „მე ეგვიპტელი ფარაონების მსგავსად პირამიდები არ ამიშენებია, ხალხი იძულებით არ მიმუშავებია, ჩემი აზრის მისაღებინებლებად მათ მათრახებით არ დავმუქრებივარ. ჯერ კონგრესს ვიწვევდი და ჩემს გეგმებს ხალხს ვაცნობდი. განხორციელებას მხოლოდ ხალხის თანხმობის შემდეგ ვიწყებდი. არზრუმისა და სივასის კონგრესები და დიდი ეროვნული კრება ამის საუკეთესო მაგალითებიაო”. – აცხადებდა სიცოცხლის უკანასკნელ ეტაპზე მყოფი ერთ-ერთი უდიდესი თურქი რეფორმატორი – მუსტაფა ქემალ ათათურქი.
* * *
9. ერთ-ერთი უსასტიკესი ჩილელი დიქტატორი – აუგუსტო პინოჩეტი, განსაკუთრებით იყო მოხიბლული ნაპოლეონ ბონაპარტის მოღვაწეობითა და ნაპოელონის ეპოქით.
* * *
10. სიტყვა – „ატომური ბომბი” – პირველად ისტორიაში მოხსენიებული იქნა (1914 წელი) დიდი ინგლისელი მწერლის – ჰერბერტ უელსის მიერ დაწერილ სამეცნიერო-ფანტასტიკის ჟანრის ლიტერატურულ ნაწარმოებში – „განთავისუფლებული სამყარო”. – (ავტორი გენია.ჯი)