ალექსანდრე დიუმა წერდა…

„მე საკმარისი რწმენა მაქვს ღვთისა, რათა მივაღწიო სასწაულს იმისგან, ვინც თქვა, რწმენა ამოძრავებს მთებსო!” – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„როდესაც ვმუშაობ, ყველაფერი ქრება”.

* * *

„შეხედეთ, ბუნებას შეუძლია დაამშვიდოს ყველაზე ძლიერი უბედურებაც კი”.

* * *

„როდესაც ვიტყვი: ყველა ჩემი იმედი დამსხვრეულია, გული მკვდარი, ჩემი სიცოცხლე ჩაქრა, ჩემ ირგვლივ მხოლოდ სიბნელე და საზიზღრობაა, დედამიწა არარაობად გადამექცა, ადამიანთა ხმების გაგონება გულს მიპყრობს-მეთქი.

როდესაც ვიტყვი, რომ თავის მოკვლის საშუალების მოცემა ჩემთვის შეწყალებაა, შეწყალება, რადგან თუ სიკვდილის საშუალებას არ მომცემთ, მე გონებას დავკარგავ და გავგიჟდები.

როცა ამას ვიტყვი, როცა დაინახავენ, რომ ამას ვამბობ სასოწარკვეთილი და გულგანგმირული, ვინ მეტყვის, არა ხარ მართალიო? ვინ შემიშლის ხელს ვიყო უბედურთა შორის უბედურთაგანი?”

* * *

„არიან ადამიანები, რომლებსაც მუშაობა ყველა მწუხარებისაგან  კურნავს”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„სიკვდილის სანახაობას, რაღაც უძლეველი მიმზიდველობა აქვს, სანამ სიკვდილი გახრწნა კი არა, ჯერ კიდევ უძრაობაა, სანამ საიდუმლოებაა და არა საზიზღრობა”.

* * *

„მწუხარება სიცოცხლესავით არის, წინ ყოველთვის შეუცნობელი გველოდება”.

* * *

„მე შემიძლია დავიჯერო ზებუნებრივი”.

* * *

„ოჰ, მუშაობა, მუშაობა – ეს არის ჩემი გატაცება, ჩემი სიხარული, ჩემი სიშმაგე, მხოლოდ მას შეუძლია დათრგუნოს ყველა ჩემი მწუხარება”.

* * *

„მე ადამიანი ვარ და არა წიგნი!” – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>