ხოსე ენრიკე ვარელა – „ეპიზოდი”
ესპანეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრი 1939-1942 წლებში, ესპანეთის სამოქალაქო ომის ერთ-ერთი აქტიური შემოქმედი – ხოსე ენრიკე ვარელა (1891-1951 წლები), ზღვარგადასული პატივმოყვარეობით გამორჩეული პერსონა გახლდათ. (ავტორი გენია.ჯი) ვარელასათვის განსაკუთრებულად ძვირად ფასობდა სახელმწიფოს მიერ მისთვის მინიჭებული თითოეული ჯილდო (მედლები და ორდენები), დაფნის გვირგვინები… ასეთი ჯოლდოებით იგი დიდად ვერ დაიტრაბახებდა, თუმცა რაც ჰქონდა, ძალიან აფასებდა და ძალიან უფრთხილდებოდა (ესპანელი გენერალი დაჯილდოებული იყო „სან-ფერნანდოს” ორი ჯვრითა და მედლით – „სიმამაცისათვის”). გარდა ზღვარგადასული პატივმოყვარეობისა, ვარელას ზღვარგადასული პეწენიკობაც ახასიათებდა. ამიტომაც დადიოდა იგი ამა თუ იმ საჯარო თუ კერძო ღონისძიებებზე გაქათქათებული თეთრი ხელთათმანებით. ის კი არადა, ზოგიერთი წყაროს ცნობით, ხშირად, ეგზომ პატივმოყვარე კაცი, საწოლშიაც მისთვის განუყრელი თეთრი ხელთათმანებითა და ჩინ-მედლებით ამოჯობინებდა თურმე გამოძინებას. – (ავტორი გენია.ჯი)