ფრანკლინ დელანო რუზველტი & შარლ დე გოლი
მეორე მსოფლიო ომის მიმდინარეობისას, საფრანგეთიდან დევნილმა – შარლ დეგოლმა, როგორც კი პაწია თვითმფრინავიდან ჩამოსულმა პირველად დადგა ფეხი „ნისლიან ალბიონზე”, მისმა დამხვდურმა უინსტონ ჩერჩილმა უმალ შენიშნა – „ამ პაწია თვითმფრინავით დე გოლმა ინგლისში საფრანგეთის ღირსება ჩამოიტანაო!”
ჩერჩილისაგან განსხვავებით, დე გოლზე აბსოლუტურად სხვა წარმოდგენისა იყო მსოფლიო ისტორიის კიდევ ერთი ტიტანი, აშშ-ის პრეზიდენტი – ფრანკლინ დელანო რუზველტი. (ავტორი გენია.ჯი) იგი სრულად იზიარებდა ერთ-ერთი ინგლისელის მოარულ შეხედულებას საფრანგეთის ლეგენდად ქცეული პოლიტიკოსის შესახებ – „ასე მგონია, ეგ თქვენი „დიდი კაცი” არც მთლად ეგეთი დიდი ვინმე იყოსო…”
რუზველტს მიაჩნდა, რომ დე გოლი ერთი ჩვეულებრივი, თავგადასავლების მოყვარული პიროვნება გახლდათ, რომელსაც მიმდევრები არც საფრანგეთში გააჩნდა და, მით უმეტეს, არც აფრიკის „ცხელ კონტინენტზე”. იგი ფრანგი ხალხის მიერ მერე და მერე დე გოლისადმი გამოხატულმა უზღვავმა ნდობამ და სიყვარულმაც კი ვერ დაარწმუნა მის სიდიადეში. ფრანკლინი მყარად იდგა თავის ჯიუტად აკვიატებულ აზრზე, რაც სამწუხაროდ, წლების მანძილზე წამლავდა ამ ორი დიდი ადამიანის ურთიერთობას. – (ავტორი გენია.ჯი)