იცით თუ არა, რომ?!
1. მრავლისმეტყველია ის გარემოება, რომ ამქვეყნად სულ ორი ინდიელი ადამიანი არსებობს ისეთი, ვინაც – „აიაპანეკო”-ს ენაზე საუბრობს და ისინიც რიგი მიზეზების გამო - ერთმანეთს არ ელაპარაკებიან (ასე რომ ვთქვათ, ემდურიან ერთამენთს). – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
2. 1978 წელს იტალიაში მიღებული იქნა ეგრეთ წოდებული – „ბაზალის კანონი”, რომელმაც ფსიქიატრიაში განხორციელებული რეფორმის ფარგლებში ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე დახურა (გააუქმა) ფსიქიატრიული დაწესებულებები.
* * *
3. დუელს, რომელშიაც სამი მონაწილე იღებს მონაწილეობას – „ტრუელი” ეწოდება.
* * *
4. ლეგენდარული შვედური მუსიკალური ჯგუფის – „ABBA”-ს ერთ-ერთი სოლისტი ქალის – ანი-ფრიდ ლიუნგსტადის რიგით მესამე ოფიციალური თანამგზავრი (ქმარი),1992 წელს რეისის ოდინდელი სამთავროს პრინცი – ჰაინრიხ რუცო რეის ფონ პლაუნი გახდა. მას შემდეგ, პოპულარული შვედური მუსიკალური ჯგუფის სოლისტს მოიხსენიებენ, როგორც – „მისი აღმატებულება ანი-ფრიდ რეის ფონ პლაუენი”.
* * *
5. ძველ ეგვიპტური მუმიფიკაციის ღმერთს – „ანუბისი” წარმოადგენდა. ცნობისათვის, მუმიფიცირების პირველი პროცესი ეგვიპტელებმა ჯერ კიდევ ჩვ.წ.აღ-მდე 3 400 წელს დაიწყეს.- (ავტორი გენია.ჯი)
* * *
6. საფრანგეთი ერთადერთი ქვეყანაა ევროპაში, რომელსაც თავისი მოსახლეობის საკვები პროდუქტებით უზრუნველყოფა შეუძლია მხოლოდ საკუთარი შესაძლებლობებით.
* * *
7. უოლტ დისნეის მიერ ანაჰაიმში 1955 წლის 17 ივლისს დაარსებული „დისნეილენდის პარკის” პირველი დამთვალიერებელი, ადგილობრივი კოლეჯის სტუდენტი – დეივ მაკფერსონი გახდა, ვისაც მოგვიანებით მთელს მსოფლიოში არსებული „დისნეილენდების” სტურობის უფლება დართეს უფასოდ და თანაც სამუდამოდ.
* * *
8. ზამთრის ოლიმპიური თამაშების ისტორიაში ტროპიკული ქვეყნების არც ერთ წარმომადგენელს არ მოუპოვებია არც ერთი სინჯის მედალი.
* * *
9. ყაზახების ეროვნული სამზარეულოს მთავარ კერძს – „ბაშმარმაკი” წარმოადგენს, რომელიც თავის მხრივ, ცხენის, საქონლისა და ცხვრის ხორცისაგან მზადდება.
* * *
10. მთვარე 400-ჯერ მცირე მოცულობისაა მზესთან შედარებით. – (ავტორი გენია.ჯი)