მარგარეტ ტეტჩერი ამბობდა…
„საზოგადოების ძირითადი უჯრედი – ოჯახია, ხოლო ოჯახის გული – დედა”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„როდესაც პოლიტიკა სისხლში გაქვს გამჯდარი, დანარჩენი ყოველივე მეორე პლანზე ინაცვლებს”.
* * *
„ვინც ახალგაზრდობაში ოპტიმისტი არ ყოფილა, ის ვერც ხანდაზმულობაში გახდება ასეთი”.
* * *
„გალიაში დატყვევებული ჩიტი მაძღარია და სითბოში იმყოფება, მაგრამ რა ხეირია, თუ ვერ გაფრინდება და თავისუფლად ვერ ინავარდებს”.
* * *
„მე ყველაფერს გავაკეთებ, რომ ღმერთი ჩემს მხარეზე დადგეს”. – ხშირად უყვარდა უინსტონ ჩერჩილის ამ სიტყვების გამეორება ტეტჩერს. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„იქ, სადაც განხეთქილება სუფევს, ჩვენ ჰარმონიას შევქმნით; იქ, სადაც შეცდომა იქნა დაშვებული, ჩვენ ჭეშმარიტებაზე მივუთითებთ; იქ, სადაც ეჭვი იშვა, ჩვენ რწმენას დავამკვიდრებთ; იქ, სადაც სასოწარკვეთამ დაისადგურა, ჩვენ სასოებას მოვიტანთ”. – მარგარეტ ტეტჩერმა ფრანსისკო ასიზელის ეს სიტყვები არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, დაუნინგ-სტრიტზე გადასვლის ჟამს წარმოთქვა.
* * *
„ბრიტანეთი და სოციალიზმი შეუთავსებელია და, სანამ ცოცხალი ვარ, ეს ასე იქნება!”
* * *
„ძალიან ცოტანი თუ ფიქრობენ, რომ მე სრულიად ნორმალური ადამიანი ვარ და ჩვეულებრივად ვცხოვრობ”.
* * *
„მუშაობა – ეს მთავარია, ამიტომ ის ყოველთვის პირველ ადგილზე უნდა იდგეს”.
* * *
„თქვენი ოჯახი ყოველთვის პირველ ადგილზე დააყენეთ!” – (ავტორი გენია.ჯი)