„ძიძის ინსტიტუტი” – (ეპიზოდი)
„ბუნებისგან არის დადგენილი, რომ ჯანმრთელი ქალი თვითონ უნდა აჭმევდეს ძუძუს შვილს. ვინც „განგების დაწესებულ” ამ კანონს არ ემორჩილება, უარს ამბობს მშობიარობის ტკივილის შემდგომ პირველ ჯილდოზე, რაც გარდა იმისა, რომ მშობლისადმი სიყვარულს გააძლიერებს, ამავე დროს, საფუძველს ჩაუყრის იმ გრძნობებს და ნდობას, უმწეო და დაუცველ ჩვილს მომავალში რომ გაუჩნდება. ყველაფერი ასე რომ არის ჩაფიქრებული, თუნდაც მარტო ის ფაქტი ცხადყოფს, რომ სანამ ბავშვი არ გაჩნდება, დედას ძუძუში რძე არ აქვს, მხოლოდ მშობიარობის შემდეგ იწყება სეკრეცია რძისა, რომლის შემადგენლობა ხელს უწყობს პატარა ორგანიზმის სწრაფ ზრდას. ცხოველები, თუნდაც ყველაზე დაუნდობლები, სიყვარულს ამჟღავნებენ შვილების მიმართ; ისინი არ ტოვებენ და არც დაუდევრად არ ექცევიან პატარებს, ძუძუს აწოვებენ და ძალიან ნაზად ეპყრობიან. ქალმა, რომელსაც ინსტიქტის გარდა, საღი აზრიც აქვს, პირუტყვზე ნაკლები გრძნობები არ უნდა გამოამჟღავნოს”.
P.S. აღნიშნული წერილი საყოველთაოდ ცნობილ ინგლისურ გაზეთ – „თაიმსში” XIX საუკუნის შუა ნახევარში გამოაქვეყნა ერთ-ერთმა ბრიტანელმა მედიკოსმა. მედიკოსმა, ვინაც ამ წერილით საჯაროდ გაილაშქრა „ვიქტორიანული ეპოქის” ინგლისში ესოდენ ფართოდ დამკვიდრებული „ძიძის ინსტიტუტის” წინააღმდეგ. ცნობილი ფაქტია, რომ იმ პერიოდში ინგლისელი დედები, განსაკუთრებით არისტოკრატული წარმომავლობისა, განსაკუთრებით უფრთხილდებოდნენ თავიანთ გარეგნობას, რის გამოც ჩვილებს საკუთარი მკერდით არ ზრდიდნენ. ამიტომაც, ეს „ღვთიური ფუნქცია” მაშინ ძიძებს ჰქონდათ „შეთავსებული”. რაც თავის მხრივ, უკმაყოფილებას იწვევდა საზოგადოების გარკვეულ ნაწილში. – (ავტორი გენია.ჯი)