მუხრან მაჭავარიანი – „ამოვიდა მზე”

მზე ამოდის… ღამის ბინდი ფეხათრევით მიდის…

არ იქნება, არ ამღერდე, – თუ გაქვს წვეთი სისხლი…

რა მცოდნია პაწაწინა, ცეროდენა ჩიტის, -

მაგრამ მაინც გიხარია, რომ ჭიკჭიკებს ისიც…

* * *

მზე ამოვიდა, – ამოძრავდა ძარღვებში სისხლი,

ამოტივტივდა დედამიწა იმგვარად თვალწინ, -

თითქოს ძველ სურათს ედო მტვერი მტკაველი სისქით, -

და მოწიწებით გადაწმინდა კეთილმა კაცმა.

* * *

რა ფერებია!.. გააზრებაც არის რა კარგი!

ერთი შეხედე! კიდევ ერთხელ შეხედე ერთი! -

ომბალო, ცვარი, ალუბალი, ცისფერი კვამლი…

შორს საყდარია… თეთრი… თეთრი, როგორც რძის წვეთი.

* * *

დედამიწაზე უკეთესი რა უნდა ნახო.

რა უნდა ნახო განთიადზე ტკბილი და კარგი;

შეხედე!

ცაში მზე პაწია ვარსკვლავებს აქრობს,

ცა დედამიწის არის სარკე, კრიალა სარკე.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>