ჯონ ედგარ ჰუვერი – „ეპიზოდი”
საყოველთაოდ ცნობილი ამერიკელი სახელმწიფო მოღვაწე – ჯონ ედგარ ჰუვერი (1895-1972 წლები), ვინაც მთელი 37 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა აშშ-ის ფედერალურ საგამოძიებო ბიუროს (FBR), ბევრი გავლენიანი პერსონისათვის არასასურველ პიროვნებას წარმოადგენდა. ამის მიზეზი ის იყო, რომ ინტრიგებსა და სხვა მრავალ უკეთურ ქმედებებში გამოწრთობილმა ჰუვერმა შესანიშნავად უწყოდა მათი პირადი ცხოვრების პიკანტური დეტალები. (ავტორი გენია.ჯი) ფედერალური საგამოძიებო ბიუროს დირექტორი, ვინაც წინასწარ იზღვევდა თავს თანამდებობის შესაძლო დაკარგვისაგან, ზღვა ისეთ ინფორმაციას ფლობდა (მათ შორის ქვეყნის ყველაზე გავლენიან პოლიტიკოსებსა და სახელმწიფო ჩინოსნებზე), რომელთაც საზოგადოების ფართო მასებამდე არავითარ შემთხვევაში არ უნდა მიეღწია. „იგი ყველასა და ყველაფრის შესახებ ფლობდა ინფორმაციებსო”. – ამიტომაც უსვამდნენ ხოლმე ხაზს ჯონსონის ბიოგრაფები. შედეგად, ხელისუფლებაში მოსული სახელმწიფოს უმაღლესი პირები, მიუხედავად იმისა, რომ დიდად არ სწყალობდნენ მას, მისი თანამდებობიდან გადაყენებას მაინც „ჭირის დღესავით” გაურბოდნენ.
თქვენ წარმოიდგინეთ, იგი მაშინაც კი არ გაუნთავისუფლებიათ სამსახურიდან, როდესაც დალასში – პრეზიდენტი კენედი იმსხვერპლა ლი ჰარი ოსვალდის ტყვიამ.
კენედის ტრაგიკულად დაღუპვის შემდგომ, აშშ-ის რიგით 36-ე პრეზიდენტი – ლინდონ ჯონსონი გახდა დემოკრატიული პარტიიდან. სხვათა მსგავსად, ჰუვერი არც მას მოსდიოდა თვალში, თუმცა მისი თანამდებობიდან გადაყენება აზრად მაინც არ მოსვლია. ჯონსონს უახლოესი გარემოცვის ერთ-ერთმა წევრმა ერთხელ დაუსვა კიდეც შეკითხვა, თუ რატომ არ იქნა „ყოვლისმცოდნე” ჰუვერი ჩამოშორებული ფედერალური საგამოძიებო ბიუროს დირექტორის პოსტს კენედის მკვლელობის შემდეგ. რა დროსაც ლინდოლნმა თავისი უცნაური გადაწყვეტილება მეტად მრავლისმეტყველი გარემოებით ახსნა: „ სჯობს კარავში დარჩეს და გარეთ მოისაქმოს, ვიდრე გარეთ გავიდეს და იქიდან შიგნით მოისაქმოსო”. – (ავტორი გენია.ჯი)
ლინდონ ჯონსონი