დენის ტეტჩერი – „ეპიზოდი”

გაერთიანებული სამეფოს ლეგენდად ქცეული პრემიერ-მინისტი ქალის – მარგარეტ ჰილდა ტეტჩერის მეუღლე – დენის ტეტჩერი (1915-2003 წლები), საკუთარი თანამეცხედრის ერთგულ თანამგზავრს, დიდებულ თანაშემწესა და სანდო მეგობარს წარმოადგენდა. იგი ნებისმიერ დროს იყო მზად, გვერდში ამოსდგომოდა მარგარეტს და დახმარება გაეწია მისთვის, რასაც ხშირად აღნიშნავდა კიდეც თავად „რკინის ლედი”. (ავტორი გენია.ჯი) დენისის გავლენა საყვარელ მეუღლეზე მართლაც რომ დიდი იყო, რადგან ტეტჩერი ყოველთვის გულდასმით ითვალისწინებდა მის რჩევებს. „მე ვერასოდეს დავიკავებდი პრემიერ-მინისტრის თანამდებობას, თერთმეტი წლის მანძილზე იგი რომ არ მყოლოდა გვერდითო”. – აცხადებდა კიდეც მარგარეტი.

ერთხელ დენისს ცნობისმოყვარე ჟურნალისტმა ჰკითხა – „რა როლს თამაშობთ თქვენ მისის ტეტჩერის ცხოვრებაშიო”. თავის მხრივ, დასმულ შეკითხვას ადრესატმა შემდეგი პასუხი გასცა: „მე მხოლოდ ფეხი ვარ პრემიერ-მინისტრის მუხრუჭზე”. – (ავტორი გენია.ჯი)

მარგარეტ ტეტჩერი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>