პოლ მაკ-კარტნი – „ეპიზოდი”
ლეგენდარული ლივერპულული მუსიკალური ჯგუფის – „ბითლზის” ერთ-ერთი წევრი – პოლ მაკ-კარტნი, მორიგი ალბომის ჩაწერის ჟამს (1967 წელს) სტუდიაში უცნობ მამაკაცთან ერთად გამოცხადდა, რამაც მისი კოლეგებისა და პროდიუსერების გაკვირვება გამოიწვია. (ავტორი გენია.ჯი) როგორც შემდგომში გაირკვა, უცნობი, ვისაც პოლმა „ბითლზის” ჩაწერაზე დასწრების უფლება მისცა, მაკ-კარტნის რამდენიმე ხნით ადრე გაეცნო როგორც – იესო ქრისტე. „უპირველეს ყოვლისა, იგი იესო არ გახლავთ. მაგრამ, თუკი ეს მართლაც ასეა, ნამდვილად არ მინდა ვიყო ის ადამიანი, ვინაც მისი თხოვნა უგულვებელყოო”. – ასეთი უცნაური არგუმენტით უმართლებია თავი ბრიტანელ მუსიკოსს კოლეგების წინაშე იმ დღეს. – (ავტორი გენია.ჯი)