ბენიტო მუსოლინი წერდა…
„პოლიტიკური პარტიების გარყვნილება სათავეს იღებს არა იდეალებიდან, არამედ პირადი ამბიციებიდან, კორუფციიდან”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„საკუთარ თავს იტალიის მსახურად მივიჩნევ”.
* * *
„მინდა იტალია გახდეს დიადი ქვეყანა, რომლის ეშინიათ და პატივს სცემენ; მინდა იტალიელი ხალხი ანტიკური ტრადიციების ღირსეული მემკვიდრე იყოს”.
* * *
„ცხოვრებაში არასდროს მდომებია, ვინმე განზრახ შემეწირა მსხვერპლად”.
* * *
„პერუჯა, მილანი, ნეაპოლი, ფლორენცია, პალერმო, ბოლონია, ტურინი, გენუა – მათგან ყველას დამოუკიდებელი ისტორია აქვს, რომელიც უდიდესი პატივისცემის ღირსია, მაგრამ არც ერთი არ ფიქრობს, გაეჯიბროს რომს და მის მარადიულ დიდებას”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ვერ დავუშვებ, რომ სახელმწიფო ხელმომჭირნედ ეპყრობოდეს განათლების სფეროს”.
* * *
„შრომა – ფიზიკურიც და გონებრივიც – ერთნაირად მოითხოვს დაცვას”.
* * *
„გამოცდილება გაცილებით მეტს ნიშნავს, ვიდრე თეორიები და ფილოსოფიური დოქტრინები, რომლებიც ყველა წიგნში და თაროზე დევს”.
* * *
„არასდროს ბრმად არ დავთანხმებივარ სხვების მოსაზრებებს – არც მაშინ, როცა მოვლენებს და რეალობას ტრაფარეტულად აფასებდნენ, არც გამონაკლის სიტუაციებში”.
* * *
„არსებობენ ადამიანები, რომელთაც მსოფლიოს მშვიდობის მტრად მივაჩნივარ. მათ მხოლოდ იმას ვურჩევ, რომ გულდასმით წაიკითხონ ჩემი ავტობიოგრაფია. ფაქტები სულელების ბრალდებებზე ღირებულია”. – (ავტორი გენია.ჯი)