სპორტული შარვალი – „ეპიზოდი”
სპორტული შარვლების წარმოება პირველად დაწყებული იქნა 1920 წელს სპორტული ტანისამოსისა და სპორტული ეკიპირების მწარმოებელი ფრანგული კომპანიის – „Le Coq Sportif”-ის, იგივე – „სპორტული მამლის” მიერ. (ავტორი გენია.ჯი) მისი დიზაინის გამოგონების ავტორად მიჩნეულია XIX-XX საუკუნეებში მოღვაწე იმავე ბრენდის ფრანგი ფუძემდებელი - ემილ კამუსე. თავდაპირველად, კამუსეს ინოვაციური სპორტული პროდუქტი, რომელიც ერთობ პრაქტიკული და კომფორტული მოსახმარი გახლდათ, ძირითადად განკუთვნილი იყო – პროფესიონალი სპორტსმენებისათვის. სპორტული შარვლებით სარგებლობა ისეთმა მოქალაქეებმა, რომლებიც არ გახლდნენ პროფესიონალი სპორტსმენები, მასობრივად მხოლოდ 1930-იანი წლების საფრანგეთში დაიწყეს.
აქვე გაცნობებთ იმასაც, რომ – „სპორტული შარვლების საერთაშორისო დღე” – ყოველი წლის 21 იანვარს აღინიშნება. – (ავტორი გენია.ჯი).
სპორტული ტანისამოსისა და სპორტული ეკიპირების მწარმოებელი ფრანგული კომპანიის – „Le Coq Sportif”-ის ემბლემა