„მშვიდობის მტრედი” – (ეპიზოდი)
1949 წლის დასაწყისში პარიზში მცირეოდენი ხნით ჩასული გენიალური ესპანელი მხტვარი – პაბლო პიკასო (1881-1973 წლები) პაბლო არაგონს შეხვდა. ეს ის პერიოდია, როდესაც საფრანგეთის დედაქალაქს „მშვიდობისათვის მოძრაობის კონგრესისათვის” უნდა ემასპინძლა. (ავტორი გენია.ჯი) სწორედ ზემოაღნიშნული შეხვედრის ჟამს გადაწყდა, რომ პიკასოს შეკვეთის საფუძველზე უნდა დაეხატა პაციფისტური მოძრაობის მთავარ სიმბოლოდ ქცეული მტრედის გამოსახულება. მტრედისა, რომელსაც ნისკარტით ზეთისხილის რტო ეპყრა. საყურადღებოა ის გარემოება, რომ არც თუ ისე პაციფისტური მსოფლმხედველობით გამორჩეულ ესპანელ ხელოვანს დიდად არ ესიამოვნა არაგონმა რომ არჩევანი მტრედზე შეაჩერა, თუმცა მისი გადაწყვეტილება მაინც არ გაუპროტესტებია. მას შემდეგ კი, რაც არაგონმა პიკასო დატოვა, პაბლომ სარკასტულად შენიშნა: „საბრალო! მან, საერთოდ, არ იცის მტრედები! მტრედის სინაზე, – რა სისულელეა! მტრედები ხომ ძალიან დაუნდობლები არიან. მე მყავდა მტრედები, რომლებმაც ნისკარტებით დაკორტნეს ერთი უბედური თანამოძმე, რომელიც არ მოეწონათ… თვალები დასთხარეს და ნაწილებად დაგლიჯეს, საშინელი სანახაობაა! კარგი მშვიდობის სიმბოლოა!”
მიუხედავად იმისა, რომ პიკასოს ყოველთვის სძულდა მის მიერ დახატული „მშვიდობის სიმბოლოდ” ქცეული მტრედი, მან მაინც უდრტვინველად „შემოუფრინა” მსოფლიოს და სამუდამოდაც დაიდო ბინა ომის მოძულე ადამიანების გულში. – (ავტორი გენია.ჯი)
პაბლო პიკასო