Nike – „ეპიზოდი”
1970-იან წლებში საყოველთაოდ ცნობილმა ამერიკულმა ტრანსნაციონალურმა კომპანიამ – „Nike”, გადაწყვიტა, რომ გაყიდვაში ჩაეშვა მის მიერ ნაწარმოები კროსოვკების პირველი მოდელი, სახელწოდებით – „აცტეკები”. (ავტორი გენია.ჯი) მოულოდნელად, „ნაიკის” დაუძინებელმა კონკურენტმა კომპანიამ – „ადიდასი”, განაცხადა, რომ მას უკვე ბაზარზე გასაყიდად ჰქონდა გატანილი კროსოვკები, რომლის სახელწოდებაც გახლდათ – „აცტეკა გოლდი”, და იმ შემთხვევაში, თუ „ნაიკი” თავის ნაწარმს ზემოაღნიშნულ სახელს მაინც დაარქმევდა, სახელწოდების მოპარვისათვის სასამართლოში უჩივლებდა. შედეგად, „ნაიკი”-ს ხელმძღვანელობამ თავისი უწინდელი გადაწყვეტილება შეცვალა. თუმცა კი, თავისი პირველი კროსოვკების მოდელს, კონკურენტის საპირწონედ, ერთობ მრავლისმეტყველი სახელწოდება შეურჩია – „კორტესი”. კორტესი ყველას მოგეხსენებათ, რომ გახლდათ ის პიროვნება, ვინაც პირისაგან მიწისა აღგავა ოდესღაც აცტეკების ძლევამოსილი იმპერია. – (ავტორი გენია.ჯი)
ნაიკი – „კორტესი”