მაქსიმ გორკი წერდა…
„ვნებები, ვნებები, ბატონო ჩემო, მართავენ ადამიანებს, დი-ახ!” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ადამიანებს სწორედ იმისი ეშინიათ, რასაც თვითონვე იქმან, თავიანთი აზრებისა და სიტყვების”.
* * *
„ადამიანის ყველაზე სასურველი თვისება – უბრალოებაა”.
* * *
„მგლების სტაფილოთი გამოკვება შეუძლებელია”.
* * *
„დრო მშვიდი ცხოვრების მოყვარულ ადამიანთა მტერია”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„სიბერეს არ უნდა დანებდე”.
* * *
„ზოგიერთები ცხოვრებას წიგნიდან უცქერიან და ძროხას ცხენისაგან კი ვერ არჩევენ”.
* * *
„რომანტიკოსის რაობა სილამაზისთვისაა განკუთვნილი, როგორც პარიკი მელოტ თავზე, ანდა ხელოვნური წვერი, რომელსაც გაიძვერა სიფრთხილისათვის ატარებს”.
* * *
„მახსოვრობის უქონლობაშია მოსვენება…” – (ავტორი გენია.ჯი)