მუხრან მაჭავარიანი – „არა, გეთაყვა”
არა, გეთაყვა,
ახლა ცხოვრება –
შენ რო გგონია -
ისე როდია!
მაგალითადრე:
შეყვარებულნი
თუ ძველად ველად ხელად რბოდიან, -
ახლა კინოთა წინარე დგანან,
მაჯის საათებს დაჩეროდიან,
მიდი-მოდიან,
მოელოდიან…
* * *
არა, გეთაყვა,
ახლა ცხოვრება -
ძველად რო იყო -
ისე როდია!