ჰერმან გერინგი – „ეპიზოდი”

გერმანული მესამე რაიხის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პირი – ჰერმან ვილჰელმ გერინგი (1893-1946 წლები), ვინაც მეორე მსოფლიო ომის დასასრულს (1945 წელი) პირადად ადოლფ ჰიტლერმა გარიცხა ნაცისტური პარტიის რიგებიდან ღალატის გამო, ქვეყნიერებას სამხრეთ-დასავლეთი აფრიკის გერმანული პროტექტორატის (თანამედროვე ნამიბია) პირველი გუბერნატორის – ჰაინრიხ ერნსტ გერინგის ოჯახში მოევლინა. (ავტორი გენია.ჯი) გაგიკვირდებათ და, მსოფლიო საკაცობრიო ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე საშინელი მოვლენის – „ჰოლოკოსტის” გულმხურვალე მხარდამჭერის ნათლიად თავის დროზე დიპლომატმა მამამ სწორედ რომ ებრაული წარმომავლობის მქონე პერსონა – ჰერმან ფონ ეპენშტეინი შეურჩია. შესაბამისად, ებრაელების მოძულე გერნიგის ნათლიას ბედის ირონიით – ებრაელი წარმოადგენდა. ამ შემთხვევაში გასათვალისწინებელია ერთი უკიდურესად ამორალური გარემოებაც. კერძოდ: ეპენშტეინს ჰერმანის დედასთან – ფრანცისკა ტიფენბრუნთან, გარკვეული ხნის განმავლობაში აკავშირებდა „რომანტიკული ურთიერთობები”. მოკლედ რომ ვთქვათ, გერინგის ნათლია ამავე დროს დედამისის „საყვარლის ფუნქციასაც ითავსებდა” თავის დროზე. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>