მუხრან მაჭავარიანი – „მიწას”

მიწას, -

ჩემსას, შენსას, მისას, –

ცა დაჰყურებს -

არავისი.

* * *

აი, მთვარე,

აი, წვიმა,

აი, თოვლი,

აი, ნისლი…

და, ეს მთვარე.

და, ეს წვიმა.

და, ეს თოვლი.

და, ეს ნისლი

(ჩემთან – ჩემი,

სხვასთან – სხვისი) -

არის ვისი?

არავისი!

* * *

მიწას, -

ჩემსას, შენსას, მისას -

ცა დაჰყურებს -

არავისი.

კომენტარის დატოვება