ანა დეკლო – „ეპიზოდი”
1950-იან წლებში გამართული პოლემიკის მიმდინარეობისას, ფრანგ ფილოლოგსა და ჟურნალისტ ქალს – ანა დეკლოს (1907-1998 წლები) ცნობილმა ფრანგმა მწერალმა – ჟან პოლანმა უთხრა, რომ არც ერთ ქალს არ ძალუძდა დაეწერა ისეთი ეროტიკული სიუჟეტის მქონე ლიტერატურული ქნილება, როგორიც თავის დროზე – მარკიზ დე სადმა დაწერა. (ავტორი გენია.ჯი) სწორედ მაშინ გადაწყვიტა დეკლომ, შეეთხზა ლიტერატურული ნაწარმოები, რომელიც სკანდალურად ცნობილი თანამემამულის რომანის ერთგვარი საპირწონე გახდებოდა. და მართლაც, 1954 წელს მან გამოაქვეყნა სადომაზოხისტური სიუჟეტების შემცველი რომანი, სახელწოდებით – „ისტორია ო”, რომელიც იმდენად უხამსი აღმოჩნდა, რომ მისით თვით საფრანგეთის ხელისუფლებაც კი დაინტერესდა. ნაწარმოების ამორალურობით აღშფოთებულმა მთავრობამ ავტორის მართლმსაჯულებისათვის გადაცემა და ამ გზით მისი დასჯა გადაწყვიტა. ანასდა საბედნიეროდ, ვინაც კარგად ათვითცნობიერებდა, თუ რა შესაძლო რეზონანსი მოყვებოდა საზოგადოებაში „ისტორია ო”-ს გამოჩენას, რომანი „პოლინ რეაჟის” ფსევდონიმით გამოსცა. მიუხედავად დიდი მცდელობისა, სასამართლომ მაინც ვერ შესძლო ზუსტი ავტორის დადგენა, რითაც დეკლო მართლმსაჯულების მარწუხებს გადაურჩა. ამის შემდგომ, მწერალი ქალი მთელი 40 წლის განმავლობაში უარყოფდა მის ავტორობას. ანამ მხოლოდ 1994 წელს, ჟურნალ – „ნიუ-იორკერი”-ს ჟურნალისტთან ინტერვიუს დროს აღიარა, რომ „ისტორია ო”-ს ავტორი თავად გახლდათ. მაშინ მას არც ის დაუმალავს, რომ ყოვლად უხამსი ლიტერატურული ნაწარმოები – თავის საყვარელ მამაკაცს, ცნობილ ფრანგ მწერალს – ჟან პოლანს მიუძღვნა. იმავე ინტერვიუში, „ისტორია ო” – მან მოიხსენია როგორც – „სიყვარულის წერილი ჟან პოლანისადმი”. – (ავტორი გენია.ჯი)
ჟან პოლანი