ოქტავიანე ავგუსტუსი – „ეპიზოდი”
რომის იმპერიის დამაარსებელსა და მის პირველ იმპერატორს – ოქტავიანე ავგუსტუსს (ძვ.წ.აღ-ით 63 – ახ.წ.აღ-ით 14 წლები), გვიან საღამომდე სჩვეოდა ხოლმე მუშაობა, თუმცა, სამაგიეროდ, საშინლად სძულდა თურმე ადრიანი დილით გაღვიძება. (ავტორი გენია.ჯი) საკვირველია, თუმცა ფაქტია, რომ ოქტავიანეს, რომელიც მთელი 40 წლის განმავლობაში განაგებდა ქვეყანას, სხვა რომაელი იმპერატორებისაგან განსხვავებით, არასოდეს წარმოუთქვამს საჯაროდ სიტყვა არც სენატისა და არც ხალხის წინაშე. ის კი არადა, მნიშვნელოვან საკითხებზე მსჯელობის დროსაც, იგი თავის მეუღლეს – ლივია დრუზილას წინასწარ შედგენილი კონსპექტის გამოყენებით ეკონტაქტებოდა.
თუკი იულიუს კეისარს თავისი სიქაჩლისა ერცხვინებოდა, ავგუსტუსს თავისი სიმაღლე ქცეოდა აშკარა წუხილის საგნად. მიუხედავად იმისა, რომ ოქტავიანე სიმაღლით 170 სანტიმეტრი იყო, იგი მაინც თავის სიდაბლეს მისტიროდა. შედეგად, იმპერატორი ქვეშვრდომების წინაშე რომ შესამჩნევად მაღალი გამოჩენილიყო, ხშირად ატარებდა განსაკუთრებულად სქელძირიან ფეხსაცმელებს. – (ავტორი გენია.ჯი)