„საბჭოთა კავშირის საპატიო მოქალაქე” – (ეპიზოდი)
საბჭოთა კავშირის არსებობის სამოცდაათ წლიანი ისტორიის განმავლობაში, სულ ორად-ორ ადამიანს მიენიჭა – „საბჭოთა კავშირის საპატიო მოქალაქის” წოდება. (ავტორი გენია.ჯი) ერთი მათგანი გახლდათ – „საბჭოთა ატომური ბომბის მამად” წოდებული გენიალური რუსი ფიზიკოსი და სამგზის „სოციალისტური შრომის გმირი” – იგორ კურჩატოვი, ხოლო მეორე მათგანს კი წარმოადგენდა საყოველთაოდ ცნობილი ქართველი პარტ-მუშაკი და საბჭოთა ატომური ბომბის პროექტის ხელმძღვანელი – ლავრენტი ბერია. კურჩატოვსა და ბერიას – „საბჭოთა კავშირის საპატიო მოქალაქეების” წოდება 1949 წლის 29 ოქტომბერს მიანიჭეს ერთობლივად, რადგან სწორედ მათმა ერთობლივმა მუშაობამ შეიტანა უზარმაზარი წვლილი „წითელი იმპერიის” ბირთვულ სახემწიფოდ ჩამოყალიბებაში. – (ავტორი გენია.ჯი)
იგორ კურჩატოვი