იცით თუ არა, რომ?!
1. სტატისტიკოსთა მონაცემების თანახმად, მსოფლიოში ყველაზე არარელიგიურ ქვეყნად – ჩეხეთია მიჩნეული, სადაც მოსახლეობის 80% ათეისტია. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
2. „კონსერვატიული პარტიის ყველაზე კარგი მამაკაცი” – ასეთი მრავლისმეტყველი შეფასებით მოიხსენია ერთხელ დევიდ ვუდმა გაერთიანებული სამეფოს ლეგენდად ქცეული პრემიერ-მინისტრი ქალი – მარგარეტ ტეტჩერი.
* * *
3. ნორვეგიულ საშუალო სკოლებში პედაგოგები თავიანთ მოსწავლეებს ნიშნებს მე-8 კლასამდე არ უწერენ.
* * *
4. თანამედროვე გერმანული ენის ფუძემდებლად „გერმანული ენის ორთოგრაფიული ლექსიკონის” ავტორი, დიდი გერმანელი ფილოლოგი – კონრად დუდენია (1829-1911 წლები) მიჩნეული.
* * *
5. „ჭეშმარიტად ლათინური გენია” – ასე მოიხსენიებდა ესპანელი დიქტატორი – ფრანსისკო ფრანკო კოლეგა იტალიელ დიქტატორს – ბენიტო მუსოლინის. თავად ფრანკოს კი, ადოლფ ჰიტლერი, ვისაც საშინლად სძულდა იგი, ფრანსისკოს – „გაბღენძილ ჯამბაზს” უწოდებდა. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
6. ჩინეთის ცენტრალურ ნაწილში განთავსებული საყოველთაოდ ცნობილი ბუდისტური მონასტრის – „შაოლინის” დამაარსებელს ეროვნებით ინდოელი ბუდისტი ბერი – ბჰადრა წარმოადგენდა. ცნობისათვის, შაოლინის მონასტერი 495 წელს იქნა დაარსებული.
* * *
7. „იპოთეკა” – ფრანგული წარმომავლობის მქონე სიტყვაა და აღნიშნავს „სასიკვდილო გირაოს”.
* * *
8. ანტიკური ხანის სპარტელები, რომლებსაც ბავშვთა აღზრდის ურთულესი მეთოდები გააჩნდათ, ჩვილი ბავშვების ტირილსაც კი სრულ იგნორირებას უწევდნენ.
* * *
9. „ინგლისური ლიტერატურის პირველი ლედი” – ასე მოიხსენიებენ დღემდე დიდ ინგლისელ მწერალ ქალს – ჯეინ ოსტინს ლიტერატურათმცოდნეები.
* * *
10. საკვირველია, თუმცა ფაქტია, რომ ბოლივიის რესპუბლიკაში – 37-ეტ ენას აქვს მინიჭებული სახელმწიფო ენის სტატუსი. ამ მხრივ, ეს ლათინოამერიკული ქვეყანა პირველ ადგილზეა მსოფლიოში. – (ავტორი გენია.ჯი)