„ორმაგი სტანდარტი” – (ეპიზოდი)
1970 წლის 3 ნოემბერს ჩილეს რესპუბლიკის პრეზიდენტად დემოკრატიული არჩევნების გზით არჩეული იქნა პროგრამის – „ჩილეს გზა სოციალიზმამდე”-ს ავტორი, ჩილელი სოციალისტი პოლიტიკოსი – სალვადორ ალიენდე გოსენსი. (ავტორი გენია.ჯი) მისმა გამარჯვებამ აშშ-ის ხელისუფლებაში დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. 1970 წლის 15 სექტემბერს, ალიენდეს არჩევიდან სულ რაღაც ათიოდე დღის გასვლის შემდეგ, თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში გამართული იქნა თათბირი, სადაც პრეზიდენტმა ნიქსონმა ახლადარჩეული ჩილელი პრეზიდენტის წინააღმდეგ გაილაშქრა: „ყველა ღონე უნდა ვიხმაროთ და არც სახსრები დავიშუროთ ჩილეს გადასარჩენად! 24 საათი უნდა ვიმუშაოთ და ჩვენი საუკეთესო ხალხი ჩავრიოთ საქმეში”. იმავე კრებაზე ქვეყნის სახელმწიფო მდივანმა – ჰენრი კისინჯერმაც წარმოთქვა თავისი მოსაზრება – „არ მესმის, გულხელდაკრეფილებმა რატომ უნდა ვუცქიროთ, როგორ მიექანება ეს ქვეყანა კომუნიზმისაკენ – მისივე მოსახლეობის უპასუხისმგებლობის გამო!”
ფაქტობრივად, მისთვის არასასურველ ალიენდეს აშშ-ის ხელისუფლებამ – განაჩენი გამოუტანა… ამერიკელების მიერ მხარდაჭერილმა პირსისხლიანმა აუგუსტო პინოჩეტიმ ჩილეში სამხედრო გადატრიალება მოახდინა, რა დროსაც მოკლული იქნა ჩილეს დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტი…
მას შემდეგ, რაც აშშ-ის მთავრობისათვის „ცნობილი” გახდა პინოჩეტის სადასმჯელო რაზმების მიერ ჩადენილი მხეცური ქმედებები საკუთარი მოქალაქეების მიმართ, „დემოკრატიის საყრდენი დედა-ბოძის” – ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა (იგივე – საგარეო საქმეთა მინსიტრმა) – ჰენრი კისინჯერმა ჩილელი დიქტატორის – პინოჩეტის რეჟიმის შესახებ ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვაზე შემდეგი სახის პასუხი გასცა: „უნდა გავიგოთ – რამდენადაც ცუდი არ უნდა ჩანდეს ეს ხელისუფლება, ის მაინც უკეთესია ჩვენთვის, ვიდრე მისი წინამორბედი!”
პირველწყაროები ირწმუნებიან, რომ აშშ-ის საელჩო პინოჩეტის სასტიკი რეჟიმის მიერ ჩადენილი ადამიანის უფლებების საშინელი შელახვის მიმართ სრულ გულგრილობას იჩენდაო. შედეგად, აუგუსტო პინოჩეტი თავისი ქვეყნის მოსახლეობას ათწლეულების განმავლობაში აძრობდა ტყავს (სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით). – (ავტორი გენია.ჯი)
ჰენრი კისინჯერი
სალვადორ ალიენდე