“სიბრძნის წუთი”
ერთი ჩინელი ბრძენი დათოვლილ ველზე მიდიოდა,რა დროსაც თვალი მოჰკრა მის შორი-ახლოს მომტირალ შუა ხნის ასაკის ქალს.დაინტერესებული მისი ტირილის მიზეზით,ბრძენი მისკენ გაემართა და როდესაც მივიდა ჰკითხა:
- რატომ სტირი?
- ვტირი იმიტომ,რომ გამახსენდა ჩემი წარსული – ახალგაზრდობა,ის თუ როგორი ლამაზი ვიყავი უწინ და რამდენი თაყვანისმცემელი მყავდა.დღეს კი?.. ვფიქრობ,რომ ღმერთი მეტად დაუნდობლად მოექცა ადამიანს,მოგონებების უნარით რომ დააჯილდოვა.
ბრძენმა მოისმინა რა ქალის გულისტკივილი,თვალი მთის ერთ კალთას გაუსწორა,რომელიც თოვლს სრულად დაეფარა.უცებ ქალმა შეწყვიტა ტირილი და გაოცებულმა,მგზავრს ჰკითხა:
- იქ რას უყურებ? რას ჰხედავ?
- ვხედავ ყვავილებით აბიბინებულ მთის კალთებს, – უპასუხა ბრძენმა.
ამის გამგონე ქალმა კიდევ უფრო გაოცებულმა შეეკითხა:
- მთის კალთებზე ხომ ახლა თოვლია,შენ როგორღა ხედავ აბიბინებულ ყვავილებს?
რაზეც ბრძენისაგან ასეთი პასუხი მიიღო:
“ღმერთი მეტად დიდსულოვანი იყო მაშინ,როდესაც კაცთა მოდგმა მეხსიერების უნარით დააჯილდოვა.სწორედ ამიტომ ვარ,სრულიად დარწმუნებული იმაში,რომ მან კარგად იცოდა ზამთარში როგორ მოვიგონებდი გაზაფხულს და სიამოვნებისაგან თუ რარიგად გავიღიმებდი”. (ავტორი გენია.ჯი)