ჟან-პოლ ბელმონდოს მოგონებებიდან…
„დრამატული ხელოვნების კონსერვატორიაში, სადაც მე ვსწავლობდი, ჩემი შესაძლებლობების დიდად არავის სჯეროდა. ის კი არადა, ჩემი პედაგოგი – პიერ დიუქსი მაფრთხილებდა, რომ ისეთი გარეგნობის მქონე მამაკაცი, როგორიც მე ვიყავი, არასოდეს დაიმსახურებდა ყურადღებას ლამაზმანებისაგან. კონსერვატორიის დასრულებიდან რამდენიმე წლის გასვლის შემდგომ, ელისეის მინდვრებზე სრულიად შემთხვევით შევხვდი ჩემს ყოფილ პედაგოგს. მაშინ ჩემს გვერდით განსაცვიფრებელი სილამაზის მქონე ქალი, 1960-იანი წლების სექს-სიმბოლო – ურსულა ანდრესი იმყოფებოდა. მე გაოცებულ ყოფილ პედაგოგთან მივედი, გავუღიმე და ვუთხარი: „ასეთი რამაც ხდება ხოლმე ცხოვრებაში-თქო”.
ურსულა ანდრესი