იოანე პავლე II & აუგუსტო პინოჩეტი
1987 წლის 1 აპრილს აუგუსტო პინოჩეტის დიქტატურის ქვეშ მძვინვარე ჩილეს რესპუბლიკას, რომის კათოლიკური ეკლესიის საჭეთმპყრობელი – იოანე პავლე II ეწვია. (ავტორი გენია.ჯი) მგზავრობის ჟამს, პონტიფიკოსი თვითმფრინავში მყოფ ჟურნალისტებს გაესაუბრა, რა დროსაც პირსისხლიანი პინოჩეტის მმართველობას გულახდილად უწოდა – „დიქტატურა”. გარდა ამისა, მან აღნიშნა, რომ კათოლიკური ეკლესია მთელ თავის ძალისხმევას მოახმარდა ჩილეს კათოლიკური ეკლესიის მხარდაჭერას ქვეყანაში დემოკრატიის აღდგენისათვის წარმოებულ ბრძოლაში. იოანე პავლე II კარგად იყო ინფორმირებული იმის შესახებ, თუ რაოდენ დაძაბული ურთიერთობა გააჩნდა აუგუსტოს ხელისუფლებას ჩილეს კათოლიკურ ეკლესიასთან.
რამდენიმე ხანში, რომის პაპის სიტყვები დაწვრილებით მოხსენდა პინოჩეტს, ვინაც ამის საპასუხოდ ერთობ ცინიკური შენიშვნა გააკეთა – „კარგი იქნებოდა, მღვდლები და ეპისკოპოსები დროის 90%-ს ლოცვაში რომ ატარებდნენო”. – (ავტორი გენია.ჯი)