ბენჯამინ ფრანკლინი & უილიამ ფრანკლინი
ლეგენდად ქცეული ამერიკელი სახელმწიფო მოღვაწე – ბენჯამინ ფრანკლინი (1706-1790 წლები), ვისაც აშშ-ის ერთ-ერთ ყველაზე ღვაწლმოსილ დამფუძნებელად მოიხსენიებენ დღემდე, მას შემდეგ აღმოჩნდა დიდი დილემის წინაშე, რაც შეიტყო, რომ მისი ვაჟი, ნიუ-ჯერსის უკანასკნელი კოლონიალური გუბერნატორი – უილიამ ფრანკლინი (1730-1813 წლები), ამერიკის რევოლუციის მიმდინარეობისას, რასაც თან ამერიკის შეერთებული შტატების დაარსება მოჰყვა – ბრიტანეთის იმპერიის მხარეზე აღმოჩნდა. (ავტორი გენია.ჯი) ცნობილი ფაქტია, რომ დამოუკიდებლობის მოპოვებისათვის წარმოებულ ბრძოლაში, რომლის სულისჩამდგმელსაც ბენჯამინი წარმოადგენდა, უილიამი ნიუ-იორკში სპეციალურად აყალიბებდა სამხედრო დანაყოფებს, რათა მათ ბრიტანელთა მხარდამხარ ებრძოლათ ამერიკელი პატრიოტების წინააღმდეგ (ფაქტობრივად – საკუთარი მამის წინააღმდეგ). აღნიშნულმა გარემოებამ, მამა-შვილს შორის იმდენად დაძაბა ურთიერთობა, რომ ისინი „სამუდამოდ დაემშვიდობნენ” ერთმანეთს: ბენჯამინი და უილიამი ისე აღესრულენ, რომ ერთმანეთს არა მხოლოდ არ შერიგებიან, არამედ ერთმანეთისათვის ხმაც კი არ გაუციათ მთელი თავიანთი დარჩენილი სიცოცხლის განმავლობაში. ის კი არადა, მამამ ბრიტანელი კოლონიალისტების მხარდამჭერი თავისი ვაჟიშვილის სახელი საგულდაგულოდ ამოშალა მის მიერ შედგენილი ანდერძიდანაც.
უილიამ ფრანკლინი 1782 წელს იძულებით გადასახლდა ბრიტანეთში (ლონდონში), სადაც ჰპოვა კიდეც თავისი აღსასრული 1813 წლის 17 ნოემბერს. – (ავტორი გენია.ჯი)
უილიამ ფრანკლინი