შარლ დე გოლი – „ეპიზოდი”
საფრანგეთის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სახელმწიფო მოღვაწე - შარლ დე გოლი (1890-1970 წლები), ვისაც განუზომელი წვლილი მიუძღოდა გერმანელი ოკუპანტებისაგან საფრანგეთის განთავისუფლებაში, ყველასათვის მოულოდნელად, 1946 წლის 20 იანვარს გადადგა ქვეყნის დროებითი მთავრობის თავმჯდომარეობიდან. (ავტორი გენია.ჯი) იმავე წლის 13 ოქტომბერს ჩამოყალიბდა საფრანგეთის მეოთხე რესპუბლიკა, რომელსაც გარკვეული ხნის განმავლობაში ხელმძღვანელობდა ფრანგი პოლიტიკოსი – პოლ რამადიე. რამდენიმე ხანში, ნორმანდიაში მყოფმა დე გოლმა, რომელიც ძალიან უკმაყოფილო იყო ხელისუფლების მიერ წარმოებული პოლიტიკით, ხანგრძლივი დუმილი დაარღვია და განაცხადა: „დადგება დღე, როდესაც ფრანგი ხალხის უდიდესი უმრავლესობა უარს იტყვის ამ არაფრის მომცემ პოლიტიკურ თამაშობაზე და ისევ ქვეყნის – საფრანგეთის სახელით, ძირფესვიანად შეცვლის მმართველობის იმ უვარგის მექანიზმს, რომელსაც ერი მცდარი გზით მიჰყავს, სახელმწიფოს კი სახელს უტეხს!”
ხალხი დე გოლის ხელისუფლებაში დაუყონებლივი დაბრუნების მოთხოვნით გამოვიდა, რამაც მეოთხე რესპუბლიკის მთავრობა ძალიან ააფორიაქა. შედეგად, ხალხის მოთხოვნით დამფრთხალი პრემიერ-მინისტრი – რამადიე უმალვე გაემგზავრა დე გოლთან შესახვედრად. საკვირველია, თუმცა ფაქტია, რომ დე გოლსა და რამადიეს შორის გამართული დაძაბული საუბრის მიმდინარეობისას, ლეგენდად ქცეულ ფრანგ პოლიტიკოსს მთავრობის მეთაურმა ამცნო, რომ წინა დღით ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილების შედეგად, დე გოლს ჩამოერთვა ყველა სამხედრო ჯილდო. თუმცა აქ საყურადღებოა ისიც, რომ იმ პერიოდის საფრანგეთის მთავრობას ქვეყნისათვის დამაშვრალი ფრანგი პოლიტიკოსისათვის არანაირი ჯილდო არ ჰქონია მინიჭებული და შესაბამისად, მათი ჩამორთმევის უფლებაც არ გააჩნდა. გარდა ამისა, დე გოლს კატეგორიულად აუკრძალა რამადიეს მთავრობამ რადიოსადგურებით გამოსვლა და ამ გზით ხალხის „დამოძღვრა”.
მიუხედავად შემქნილი სირთულეებისა, დე გოლმა მაინც მიაღწია მოგვიანებით საწადელს და საფრანგეთის პრეზიდენტის საპატიო პოსტიც დაიკავა. – (ავტორი გენია.ჯი)
პოლ რამადიე