ჯორჯ გერშვინი – „ეპიზოდი”

მრავალი რომანტიკული მუსიკალური კომპოზიციის ავტორი, ებრაული წარმომავლობის მქონე დიდი ამერიკელი კომპოზიტორი და პიანისტი – ჯორჯ გერშვინი (1898-1937 წლები), გაგიკვირდებათ და, ძალიან შორს იდგა რომანტიკული სიყვარულის იდეასთან. იმ იდეასთან, რომელიც ოჯახის შექმნასთან იყო დაკავშირებული. (ავტორი გენია.ჯი) მიუხედავად იმისა, რომ გერშვინი ხელთათმანებივით იცვლიდა საყვარლებს, მათ შორის ქმარშვილიანებსაც, იგი ისე აღესრულა, რომ არასოდეს მოუყვანია ცოლი და არ დაუტოვებია შთამომავლები. „რატომ უნდა შევიზღუდო თავი მხოლოდ ერთი ქალით, როდესაც შემიძლია მყავდეს იმდენი საყვარელი ქალი, რამდენსაც მოვისურვებ?” – ასეთი სიტყვით დაადუმა მან ერთ-ერთი თავისი ახლობელი, ვინაც ქორწინების დადებითი თვისებების შესახებ გაუბა ერთხელ საუბარი გერშვინს. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>