ალექსანდრე დიუმა წერდა…
„გადაარჩინო ადამიანი, წამებას ააცდინო მამა და გაუფრთხილდე დედის ცრემლებს, ეს კეთილი საქმე კი არა, ადამიანის მოვალეობაა”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„მართლაც, ერთხელ თუ გადაწყვეტ, არ გაუფრთხილდე შენს სიცოცხლეს, უკვე აღარ ჰგავხარ სხვა ადამიანებს, ანუ უკეთ, სხვა ადამიანები აღარ გგვანან; ვინც ასეთ გადაწყვეტილებას იღებს, იმ წუთშივე იგრძნობს, როგორ იზრდება მისი ძალა და ფართოვდება მისი ჰორიზონტი”.
* * *
„არა, ადამიანთა თანასწორობა არ არსებობს”.
* * *
„საფრანგეთი ცუდად ექცევა თავის შვილებს, მაგრამ, ჩვეულებრივ, დიდსულოვნად იღებს უცხოელებს”.
* * *
„არ არსებობს ისეთი სასიამოვნო საზოგადოება, რომელსაც არ უნდა გამოემშვიდობო, ზოგჯერ იგი ცუდითაც კი უნდა შეცვალო”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ვინც გარს მახვევია, შეუძლიათ, როცა უნდათ, მაშინ მიმატოვონ. და თუკი ასეთ ნაბიჯს გადადგამენ, მათთვის აღარც მე ვიქნები საჭირო და აღარც სხვა. შეიძლება ამიტომ არ მტოვებენ”.
* * *
„არასოდეს ვცდილობ დავიცვა საზოგადოება, რომელიც მე არ მიცავს, უფრო მეტიც, რომელიც ჩემით მხოლოდ მაშინ დაინტერესდება, როცა უნდა რაიმე მავნოს”.
* * *
„პარიზელები იმდენად მიდრეკილი არიან პარადოქსისაკენ, რომ ფანტაზიის ნაყოფად თვლიან უდავო სინამდვილეს, თუკი ის არ თავსდება მათი ყოველდღიური არსებობის სფეროში”.
* * *
„სიზუსტე მეფეების ზრდილობააო, ამტკიცებდა ერთი ფრანგი მონარქთაგანი”.
* * *
„დაიმახსოვრეთ ნაპოლეონ დიდის ნათქვამი: „გამაღვიძეთ მხოლოდ ცუდი ამბების მიღების დროს”. – (ავტორი გენია.ჯი)