მიხეილ კოშკინი – „ეპიზოდი”

იოსებ სტალინის, ფრანკლინ დელანო რუზველტის, უინსტონ ჩერჩილის, შარლ დე გოლის, გიორგი ჟუკოვის, ისააკ ლევიტანის, ბერნარდ მონტგომერის, იოზეფ ბროზ ტიტოს, დუაიტ ეიზენჰაუერისა და სხვა მრავალი ჩვენთვის ცნობილი თუ უცნობი ადამიანის მსგავსად, გერმანული მესამე რაიხის მიზანთროპ ფუძემდებელს – ადოლფ ჰიტლერს, „პირადი მტრების შავ სიაში” ასევე შეყვანილი ჰყავდა, ლეგენდად ქცეული საბჭოთა ტანკის – „T-34″-ის რუსი მთავარი კონსტრუქტორი, სოციალისტური შრომის გმირი – მიხეილ კოშკინი (1898-1940 წლები). საკვირველია, თუმცა ფაქტია, რომ ფიურერმა იგი სხვა პირადი მტრებისაგან განსხვავებით მაშინ შეიყვანა თავის „შავ სიაში”, როდესაც კოშკინი უკვე გარდაცვლილი იყო. ცნობისათვის, „T-34″-ის მთავარი კონსტრუქტორი უკრაინულ ქალაქ ხარკოვში აღესრულა პნევმონიის შედეგად მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე სულ რაღაც ცხრა თვით ადრე. მიუხედავად ამისა, ჰიტლერს მის მიმართ თავისი განსაკუთრებული სიძულვილი მაინც არ განელებია. ფიურერს კარგად მოეხსენებოდა კოშკინის დაკრძალვის ადგილი (ხარკოვი) და მას შემდეგ, რაც გერმანულმა ვერმახტმა ხარკოვი აიღო, მისი უშუალო ბრძანების საფუძველზე აღმოჩენილი იქნა მიხეილის საფლავი, რომელიც ჯერ უკიდურესად შეურაცხყვეს ვერმახტის ჯარისკაცებმა, ბოლოს კი ტანკების გამოყენებით პირისაგან მიწისა აღგავეს იგი. – (ავტორი გენია.ჯი)

„T-34″

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>