ჟორჟ როდენბახი – „ეპიზოდი”
გამოჩენილი ფრანგულენოვანი ბელგიელი მწერალი - ჟორჟ როდენბახი (1855-1998 წლები) ქვეყნიერებას ენოს პროვინციაში არსებულ ბელგიურ ქალაქ ტურნეში მოევლინა, თუმცა ცხოვრების გარკვეული და მეტად მნიშვნელოვანი ეტაპის გავლა უმშვენიერეს ფლამანდრიულ ქალაქ – ბრიუგეში მოუხდა. (ავტორი გენია.ჯი) მოგვიანებით, როდენბახმა ბრიუგეს ორი ლიტერატურული ქმნილება მიუძღვნა – „მკვდარი ბრიუგე” და „მნათე”, რომელთაგანაც მწერალს სახელი განსაკუთრებით პირველმა მათგანმა შესძინა. გარდა საკუთარი სახელისა, აღნიშნულმა რომანებმა საქვეყნოდ გაუგდო სახელი თავად ბრიუგესაც. მას შემდეგ, რაც როდენბახი აღესრულა პარიზში, დღის წესრიგში დადგა მისთვის საყვარელი რომელი ქალაქი აიღებდა საკუთარ თავზე პერ-ლაშეზის საყოველთაოდ ცნობილ სასაფლაოზე დაკრძალული მწერლის უკანსაკნელ განსასვენებელზე ძეგლის დადგმას. საკვირველია, თუმცა ფაქტია, რომ ბრიუგესათვის სახელის დამგდები მწერლის მიმართ აღნიშნულმა ქალაქმა სრული უმადურობა გამოიჩინა: ქალაქის საბჭომ როდენბახის საფლავზე ძეგლის დადგმაზე უარი მხოლოდ იმ მოტივით თქვა, რომ იგი ყოველთვის ფრანგულ ენაზე წერდა და არა მის მშობლიურ ენაზე. სამაგიეროდ, ალფონს დოდეს, მალარმეს, როდენისა და მარსელ პრუსტის ახლო მეგობარი ბელგიელი ლიტერატორი არ დაივიწყა სხვა ბელგიურმა ქალაქმა. ქალაქმა – გენტმა. ქალაქმა, სადაც როდენბახს სიყმაწვილის წლებში მოუხდა გარკვეული ხნის განმავლობაში ცხოვრება. სწორედ გენტმა გაიღო მწერლის საფლავზე ძეგლის დადგმისათვის საჭირო თანხები. ჟორჟის საფლავის ერთობ უცნაურ მოტივზე შექმნილი ძეგლის ავტორი გახლდათ დიდი ბელგიელი მოქანდაკე – ბარონი ჟორჟ მინე. – (ავტორი გენია.ჯი)
ჟორჟ როდენბახის საფლავი