კალვინ კულიჯი – „ეპიზოდი”
„ამერიკის შეერთებული შტატების მთავარი საქმე – ბიზნესია”. – ასე აცხადებდა თავის დროზე აშშ-ის რიგით 30-ე პრეზიდენტი – კალვინ კულიჯი (1872-1933 წლები). პრეზიდენტი, რომელიც ერთი მეტად უცნაური თვისებით იყო გამორჩეული ქვეყნის სხვა პრეზიდენტებისაგან. (ავტორი გენია.ჯი) კერძოდ: თეთრ სახლში მობინადრე კალვინი ხშირად აჭერდა ხოლმე ხელს შეგნებულად „განგაშის ღილაკს”, რის შემდგომაც ყოველთვის საგულდაგულოდ იმალებოდა. ვის ემალებოდა? საკუთარი დაცვის წევრებსა და თეთრი სახლის უსაფრთხოების თანამშრომლებს! – კულიჯის ქვეშევრდომთა მტკიცებით, საგულდაგულოდ დამალულს ძალიან უყვარდა თურმე თვალის დევნება, როგორი გულმოდგინებით დაეძებდნენ ისინი მოულოდნელად „გაუჩინარებულ” სახელმწიფოს პირველ პირს. – (ავტორი გენია.ჯი)