დანიური პოლიცია – „ეპიზოდი”
დანიის სამეფოში, რომელიც ვერმახტის ჯარების მიერ იქნა ოკუპირებული მეორე მსოფლიო ომის მიმდინარეობისას, გერმანელი ნაცისტების წინააღმდეგ გამართულ ბრძოლაში, რასაც ადგილობრივი პატრიოტები იატკვეშეთიდან აწარმოებდნენ, ყველაზე აქტიურად – დანიელი პოლიციელები იყვნენ ჩართულნი. (ავტორი გენია.ჯი) დროთა განმავლობაში აღნიშნული გარემოება ცნობილი გახდა გესტაფოსთვის, რის შედეგადაც თავდაპირველად, 10 000-მდე დანიელი პოლიციელი აღმოჩნდა ამა თუ იმ საკონცენტრაციო ბანაკში. მიუხედავად ამისა, თავისუფლებაზე დარჩენილ დანიელ პოლიციელებს მაინც არ შეუწყვეტიათ დამპყრობელთა წინააღმდეგ წარმოებული ბრძოლა. და, რადგანაც ოკუპანტებმა ვერაფერი მოუხერხეს მათ, ნაცისტებმა მთელი დანიური საპოლიციო შემადგენლობის განიარაღება და ინტერნირება განახორციელეს (იძულებითი დაკავება, გადასახლება ან გადაადგილების აკრძალვა ქვეყნის შიგნით). – (ავტორი გენია.ჯი)