ალბერტ აინშტაინი – „ეპიზოდი”
ცნობილი ფაქტია, რომ მილიტარიზმის მოწინააღმდეგე ებრაული წარმომავლობის მქონე ნობელიანტმა ფიზიკოს-თეორიტიკოსმა – ალბერტ აინშტაინმა, 1922 წელს აზიაში იმოგზაურა. (ავტორი გენია.ჯი) აღნიშნული მოგზაურობის დროს მან აწარმოა დღიური, რომელშიაც მოყვანილმა რიგმა მისმა შეხედულებებმა ამა თუ იმ აზიელი ხალხის შესახებ, დიდი რეზონანსი გამოიწვია საზოგადოებაში. კერძოდ, ამერიკაში მაცხოვრებელი აფრო-ამერიკელების უფლებების დამცველი მეცნიერი ძალიან კრიტიკულად ახასიათებდა ჩინელებს. „ბინძურები” და „სულელები” – აი ის სიტყვები, რომლითაც ფარდობითობის თეორიის ავტორმა მოიხსენია ერთ-ერთი უდიდესი ისტორიისა და კულტურის მქონე ხალხი. გარდა ამისა, ალბერტი გამოთქვამდა წინასწარმეტყველურ შიშსაც იმის შესახებ, რომ ოდესღაც დადგებოდა დღე, როცა ჩინელები სხვა რასებისათვის საფრთხის შემქმნელნი აღმოჩნდებოდნენ.
როგორც აღმოჩნდა, აინშტაინს მაღალი წარმოდგენა არც ცეილონელებზე (შრი-ლანკელებზე) დარჩენია აზიაში მოგზაურობის ჟამს. „ცოტას აკეთებენ და ცოტათიც კმაყოფილდებიანო”, – წერდა იგი. ჩინელებისა და ცეილონელების მსგავსად, ალბერტი ვერც იაპონელებს მოუხლიბლავს დიდად. ის კი არადა, მას „ამომავალი მზის” ქვეყნის შვილების ინტელექტუალურ მოთხოვნილებებშიაც” შეუტანია ეჭვი. – (ავტორი გენია.ჯი)