აუგუსტო პინოჩეტი – „ეპიზოდი”
ჩილეს ხელისუფლებაში სამხედრო გადატრიალებისა და სისხლისღვრის გზით მოსულმა ხუნტამ აუგუსტო პინოჩეტის ხელმძღვანელობით (1973 წლის 11 სექტემბერი), ვისთვისაც „ღმერთზე მაღლა” – „ძალაუფლება” იდგა, ხელისუფლების ხელში ჩაგდებიდან სულ რაღაც ერთიოდე კვირის თავზე (18 სექტემბერი), ჩილეს ეროვნული დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ „საზეიმო” ღონისძიებაზე, ქვეყნის კათოლიკური ეკლესია აიძულა, „მადლობა აღევლინა უფლისათვის – სამხედრო გადატრიალების გზით ქვეყნის ხსნის გამო”. კარდინალმა რაულ სილვა ენრიკესმა სამხედრო სასწავლებელში წირვის აღვლენაზე კი თქვა უარი, თუმცა ალამედას ქუჩაზე არსებულ ეკლესიაში ღვთისმსახურების აღსრულებას მაინც დათანხმდა. შედეგად, ჩილეს კათოლიკურმა ეკლესიამ იძულებით, მაგრამ, მაინც, „აკურთხა” და „დალოცა” ქვეყანაში განხორციელებული სამხედრო გადატრიალება და მისი მეთაურები. ცნობისათვის, აღნიშნულ ღონისძიებას პინოჩეტისა და ხუნტის სხვა ლიდერების გარდა, ასევე ესწრებოდნენ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები, რომლებიც საჯაროდ მიესალმნენ სამხედრო გადატრიალებას. – (ავტორი გენია.ჯი)