ნოდარ დუმბაძე წერდა…
„არ უნდა გიწევდეს წნევას სხვისი კარგი”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„მზის ჩასვლა ზღვაზე ბუნების განსაკუთრებით საინტერესო მოვლენაა: დღევანდელი დაისი არ ჰგავს გუშინდელს, ხვალინდელი არ ემსაგავსება ადრინდელს. და მზის ყოველი ჩასვლა მთელი სამყაროა, აღმოჩენაა”.
* * *
„ვისაც ღვინის სმა და მონელება არ შეუძლია, ყურძნად უნდა ჭამოს”.
* * *
„ნურასოდეს ნუ წაეპოტინები იმას, რაც არ გეკუთვნის”.
* * *
„ – საერთოდ, ჭკვიანმა კაცმა ისეთი საყვარელი უნდა გაიჩინოს ხოლმე, რომელსაც მისი საკუთარი ცოლის სახელი ჰქვიან. აი, მე, მაგალითად, თქვენს მდგომარეობაში რომ ვიყავი, ესე იგი კოსმონავტივით, სულ სვეტაჯან, სვეტაჯანს ვიძახდი, ჩემი სიცოცხლე ხარ-მეთქი. ამ დროს ჩემი ცოლი სვეტა სასთუმალთან მეჯდა და სულ მუშტისოდენა ცრემლებს ღვრიდა – ვაიმე, ბულიკჯან, ეგ როგორ გყვარებივარ და არ ვიცოდიო, მე კი არხეინად ვბოდავდი და სულ ჩემს საყვარელ სვეტაზე ვფიქრობდი და მამის სახელიც თუ ერთნაირი აქვთ, გინდამაც სამოთხეში გიცხოვრია”. – (ამონარიდი „მარადისობის კანონიდან”) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ისტორია სავსეა პარადოქსებით”.
* * *
„ნათქვამია, ბიჭი ეშმაკი უნდაო”.
* * *
„სიყვარული დიადი გრძნობაა: „მისგან მეფე გამონავდეს, მისგან ბრძენი გამოშტერდეს”, – უთქვამს სოლომონ ბრძენს”.
* * *
„ღვინო ჩვენი ეროვნული სიამაყეა”.
* * *
„ის ურჩევნია დედასა, შვილი რომ სჯობდეს მამასა”. – (ავტორი გენია.ჯი)